გაეროს განვითარების პროგრამამ საქართველოში (UNDP Georgia) და შვეიცარიის განვითარების ოფისმა სამხრეთ კავკასიაში ( SCD) , პროექტის " პროფესიული განათლებისა და სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მოდერნიზება სოფლის მეურენობაში", მისი განმხორციელებელი პარტნიორი ორგანიზაცია AFAD-"ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის" ინოვაციური საგრანტო პროგრამის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტში სოციალურ საწარმო " ლატლიიშდს", რკ "ნავროს", მეწარმეებს- ქეთინო მარგიანს და დავით ჟორჟოლიანს ხელი შეუწყო მზის ინოვაციური, ჰიბრიდული სამოდელო საშრობის შექმნაში. ამ ხელშეწყობის შედეგად მოხდა მაღალმთიან რეგიონის სოფლებში განახლებადი ენერგიის წყაროებზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. კლიმატგონივრული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დანერგვა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოების ალტერნატიული მოდელის შექმნა.