იაპონიის საელჩოში სამი პროექტის ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა. აქედან ერთერთი ზუგდიდში განხორციელდება. პროექტის ფარგლებში ზუგდიდში მოხდება თანამედროვე კვლევითი ცენტრის დაფინანსება,სადაც ადგილობრივი ფერმერები შეძლებენ ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას, რითაც გაიზრდება მათი კონკურენტუნარიანობა,კვების უსაფრთხოების ხარისხი და მართვის სტანდარტი.პროექტის ერთერთი ბენეფიციარი ასოციაცია "სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის" გახდა.