პროექტის " სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის გაძლიერება სასიცოცხლო წყაროების გაუმჯობესებისა და ეკონომიკური მდგრადობისთვის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში" საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს აიიპ " სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) მუნიციპალურ და რეგიონულ სამსახურებს სხვადასხვა სახის ტექნიკა გადაეცათ.
პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP Georgia) და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში - SDC -( Swiss Agency for Development and Cooperation ) ფინანსური მხარდაჭერით.