სოფლის მეურნეობის განვითრების მიმართულებით, ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სოფლად მცხოვრები ფერმერებისათვის, მეფუტკრეობის დარგში, ტრენინგები დაიწყო.
➡ ტრენინგს, რომელსაც გაეროს განვითრების პროგრამის ფარგლებში გადამზადებული ტრენერები, ექსტენციონისტი მეფუტკრეები, ბესიკ ირემაძე და მარინა ქარდავა უძღვებიან, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემში მცხოვრები დამწყები ფერმერები ესწრებიან. მონაწილეებს, სრული კურსის გავლის შემდეგ, პროექტის ფაგლებში, თითო ოჯახი ფუტკარი საჩუქრად გადაეცემა.
➡ ტრენინგების ფარგლებში, მონაწილეები, აგრეთვე,მიიღებენ ცოდნას ფუტკრის მოვლის საკითხებში, ფუტკრის მოვლის ტრადიციულ და თანამედროვე მეთოდებში, გაიუმჯობესებენ პრაქტიკულ უნარებს, რაც მათი შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს.
დღეს გამართულ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ხელმძღვანელი, მაია მიქავა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, კონსტანტინე კაკავა ესწრებოდნენ.
➡ ტრენინგის მონაწილეებს მათ წარმატებები უსურვეს და აღნშნეს, რომ სექტორებ შორის ეფექტური თანამშრომლობის ერთ-ერთი მაგალითი სწორედ ეს პროექტია.პროექტი, რომლის ფარგლებში ასოციაცია სოფლის მეურნეობის სფეროში ცოდნით, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამისი მატერიალური რესურსით გააძლიერებს ადგილობრივ ფერმერებს